სააკაშვილი ბატკნის ხორცს და ქათმის მწვადს ვერ მიირთმევს ციხეში, მაგრამ მიირთმევს 5 კილო თაფლს

სააკაშვილი ბატკნის ხორცს და ქათმის მწვადს ვერ მიირთმევს, მასაჟს ვერ იკეთებს ციხეში, მაგრამ მიირთმევს 5 კილო თაფლს.

ბატკნის ხორცს და ქათმის მწვადს ვერ მიირთმევს ბატონი სააკაშვილი, მასაჟს ვერ იკეთებს იქ, მაგრამ მიირთმევს 5 კილოთაფლს – არ დაიჯეროთ, რომ ამის გამო ვინმე გაათავისუფლებს მას – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრს ბოლომდე მოიხდის.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება იმის გამო არ მოხდება, რომ იგი შიმშილობს.

„სააკაშვილი გასამართლებული არის, მის მიმართ მიმდინარეობს არაერთ სისხლის სამართლის საქმე, რომლებზეც გასამართლდება. დღეს საქართველოში არის აბსოლუტურად სხვა სასამართლო – თავისუფალი. დღეს, რომ ტელევიზიით უყურებთ იმას, რაც სასამართლოში ხდება, თვალით ვერ ხედავდით იქ, რაც მკვლელების და მწამებლების დროს იყო. რითი არის მესამე პრეზიდენტი განსხვავებული იმ პირებისგან, ვინც სასჯელს იხდის? – რაც არის კანონდებლობაში, აღსრულდება ის. არსად, პატიმრის შიმშილობა არ არის წინაპირობა იმისა, რომ უნდა გათავისუფლდეს იმ მსჯავრისა და პასუხისმგებლობისგან, რაც ჩაიდინა.

როდესაც საუბრობენ სამართლიანობის აღდგენაზე, იქნებ გავიხსენოთ ცხონებული ენუქიძე და ის დედები, ვისაც შავები ჩააცვეს ამათმა და მათ შორის სააკაშვილმა. ძალიან კომფორტულად ზის იქ [ციხეში]. იცით რამდენი ადამიანი შიმშილობდა მათ დროს?! რაიმე გაუთვალისწინებიათ?! – ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა ამუშავდება და რაც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, ის იქნება. ბატკნის ხორცს და ქათმის მწვადს ვერ მიირთმევს ბატონი სააკაშვილი, მასაჟს ვერ იკეთებს იქ, მაგრამ მიირთმევს 5 კილო თაფლს. არ დაიჯეროთ, რომ ამის გამო ვინმე გაათავისუფლებს მას. აქ შეიკრიბებიან და ქალბატონი თაკო თურმე დააზანზარებს რუსთაველის გამზირს – არც დაიჯეროთ ასეთი რამ – სააკაშვილი ბოლომდე მოიხდის იმ მსჯავრს, რაც აქვს სასამართლოთი“ – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

წყარო: newposts.ge