თამარ ჩხეიძე: აკვიატებული სიძულვილი კერპთაყვანისმცემლობაზე არანაკლებ არაჯანსაღი მოვლენაა

თამარ ჩხეიძე: აკვიატებული სიძულვილი კერპთაყვანისმცემლობაზე არანაკლებ არაჯანსაღი მოვლენაა და ერთი მედლის ორი მხარეა!

“ელენე ხოშტარიას მოვუსმინე ტელევიზიით 14 -ის აქციის შესახებ. კიდევ კარგი, რომ ის თქვა, რაც თავისთავად ცხადია, უნდა ეთქვა და რასაც საღად მოაზროვნე და წესიერი ადამიანისგან უნდა მოელოდე. ეს აღსანიშნავია მხოლოდ სხვა პოლიტიკური პარტიების სამარცხვინო პოზიციის ფონზე, მათ შორის მათი ვის მიმართაც ზოგადად დადებითი დამოკიდებულება მაქვს. მათ თურმე არ ეხებათ პრეზიდენტ სააკაშვილის დაცვა, რადგან ეს კერპთაყვანისმცემლობა ყოფილა!!! კი, ქვეყნად კერპთაყვანისმცემლობა არსებობს და თუ ამის წინააღმდეგი ვინმე იყო ყოველი ხელისუფლების დროს, ერთ ერთი მეც ვიყავი და ვარ, მაგრამ ამიტომ პუტინის და მისი მონა ხელისუფლების მიერ უსამართლოდ დევნილი პოლიტპატიმარი არ უნდა დავიცვათ, მით უფრო როცა მისი სიცოცხლე დიდი საფრთხის ქვეშაა???? ეს არაფერში არ ჯდება, ეს არის პოლიტიკური უწიგნურობა, ადამიანის უფლებების მცნების სრული უგულებელყოფა, ორმაგი სტანდარტები! სინამდვილეში ვინც ახლა სააკაშვილის განთავისუფლებას არ მოითხოვს, მისი მენტალიტეტი დიდად არ არის შორს წასული ივანიშვილის და მონათა მისთა მენტალიტეტისგან. ეს საკითხი მარტო მიშას და ნაციონალურ მოძრაობას ეხება?!!! სხვათა შორის, ბევრი ის ადამიანი, ვინც ახლა მიშასადმი პრეტენზიებით ამართლებს თავიანთ პოზიციას, სწორედ მაშინ, როცა მიშა ფლობდა ძალაუფლებას და მაშასადამე სწორედ მაშინ შეეძლო ერთპიროვნული ძალაუფლებისკენ სწრაფვის გამომჟღავნება, მის გვერდით იდგნენ, არაერთი ჩვენგანი კი კრიტიკულ პოზიციას გამოვთქვამდით. აბა როდის სად, უკრაინაში გახდა დიქტატორი, თუ ახლა, როცა იქ ყოვლად უზრუნველყოფილი, კომფორტული ცხოვრება დატოვა და დიდი რისკის ფასად დაბრუნდა ქვეყანაში, სადაც ახლა მისი სიცოცხლე დიდ საფრთხეშია? მადლობა ელენეს, რომ ელემენტალური საღი აზრი და ლიბერალური ღირებულებებისადმი ერთგულება გამოამჟღავნა, ხოლო მათ, ვინც კერპთაყვანისმცემლობაზე საუბრობს, ვეკითხები პოლიტპატიმრის დაცვა, მით უფრო ასეთი მასშტაბის უსამართლობისგან რა კავშირშია კერპთაყვანისმცემლობასთან? საერთოდ დემოკრატიული ფასეულობების მქონე ადამიანისთვის პოლიტპატიმრის დაცვა ამა თუ იმ პიროვნებისადმი სიმპატია ანტიპატიასთან რა კავშირშია? აკვიატებული სიძულვილი კერპთაყვანისმცემლობაზე არანაკლებ არაჯანსაღი მოვლენაა და ერთი მედლის ორი მხარეა! საკუთარი სიმპატია ანტიპატიის ქვეყნის ინტერესებზე, პრინციპებზე და ბოლოს და ბოლოს ელემენტალურ ჰუმანურობაზე წინ დაყენება კი სწორედაც კერპთაყვანისმცემლობაა” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე.

წყარო: itv.ge