BBC-ის ინფორმაციით, ნორვეგიის ერთ-ერთ ქალაქ კონგსბერგში რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც მათ მშვილდისრით შეიარაღებული კაცი თავს დაესხა. არიან დაშავებულებიც.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ქალაქში მდებარე Coop Extra-ის სუპერმარკეტში.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. სავარაუდოდ, ის დამოუკიდებლად მოქმედებდა. მათივე თქმით, უცნობია მსხვერპლთა რიცხვი. დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
წყარო: BBC