პუტინმა ამერიკულ ტელეარხს ინტერვიუ მისცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ ტელეარხ CNBC-ის ინტერვიუ მისცა, რა დროსაც მისი შემცვლელის შესახებაც ისაუბრა და სხვა თემებზეც გააკეთა კომენტარები, იუწყება РИА Новости.
სააგენტო ინტერვიუს მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს.

„ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული“

საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მოვლენების დაჩქარებისგან თავს იკავებს.
„ეს ჩემი ტრადიციული პასუხია. შემდეგ არჩევნებამდე კიდევ საკმარისი დროა. ამ თემაზე საუბრები ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს. სიტუაცია კი მშვიდი და სტაბილური უნდა იყოს, რათა ხელისუფლების ყველა ორგანომ, ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ დამაჯერებლად იმუშაოს და მშვიდად იცქიროს მომავლისკენ“, — თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მეორე ვადით კენჭისყრის უფლება აქვს, მაგრამ „ამ თემაზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული“.

დოლარის პერსპექტივებზე

ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ დოლარი, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტა, პოზიციებს კარგავს. ამასთან აღნიშნა, რომ აშშ, რომელიც დოლარს სასანქციო ინსტრუმენტად იყენებს, დიდ შეცდომას უშვებს.
„ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ აშშ ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის, იმიტომ რომ დოლარის, როგორც მსოფლიოს უნივერსალური სარეზერვო ვალუტის აბსოლუტურად კონკურენტულ უპირატესობას ანგრევენ, ამწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის ინტერესებში აყენებენ ზარალს თავის სტრატეგიულ ეკონომიკურ ინტერესებს“, — თქვა მან.
როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნის გადახდებისა და რეზერვების მოცულობა ამერიკულ ვალუტაში, მცირდება, და რუსეთიც ამ გზით მიდის.
ამასთან პუტინმა შენიშნა, რომ მოსკოვი არ არის დაინტერესებული დოლარზე სრული უარის თქმით: „ჩვენ ჯერ გვაწყობს ენერგორესურსებზე დოლარში ანგარიშსწორება, უპირველესად, ნავთობზე“. და იქვე დასძინა, რომ მთელი მსოფლიო ეკონომიკა აშშ-ის ეკონომიკის კეთილდღეობაზეა დამოკიდებული და რუსეთი დაინტერესებულია, რომ იქ არანაირი ნახტომები და მღელვარებები არ იყოს.
მისი თქმით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება და აანალიზებს, რა ხდება და დგასმ აუცილებელ ნაბიჯებს იმისთვის, რომ თავისი გრძელვადიანი ინტერესები უზრუნველყოს.

კრიპტოვალუტის შესახებ

ვლადიმირ პუტინის თქმით, კრიპტოვალუტა შეიძლება იყოს ანგარიშსწორების ერთეული, მაგრამ ის ძალიან არასტაბილურია. „იმისათვის, რომ თანხები ერთი ადგილიდან მეორეზე გადავრიცხოთ — კი, მაგრამ [კრიპტოვალუტაზე] ვაჭრობა, მით უმეტეს, ენერგორესურსებში, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ნაადრევია“, — თქვა მან.
რუსეთის ლიდერის განმარტებით, კრიპტოვალუტა ჯერჯერობით არაფრით არის გამყარებული, თუმცა ყველაფერი ვითარდება და „ყველაფერს აქვს არსებობის უფლება“.
„შევხედავთ, როგორ წავა საქმე. შესაძლოა როდესმე ის დაგროვების საშუალებაც გახდეს. ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება ეს ბაზარი. დღეს ცოტა ადრეა“, — განაცხადა პუტინმა.

AUKUS-ის ბლოკის შესახებ

ისეთი ბლოკების შექმნა, როგორც AUKUS-ია, რომელიც აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას აერთიანებს, რეგიონალურ სტაბილურობას არღვევს, — ასე ფიქრობს რუსეთის ლიდერი.

„ჩემი აზრით, მეგობრობა კარგია , მაგრამ მეგობრობა ვინმეს წინააღმდეგ — ცუდია. ეს სტაბილურობას ანგრევს, რაზე ყველა ვლაპარაკობთ, და რაზეც ყველა ვზრუნავთ“, — განმარტა პუ ტინმა.

მას იმედი აქვს, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადი სცენარით არ განვითარდება და რეგიონში დამატებით დაძაბულობებს არ გამოიწვევს.

ნავალნის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებს, ვინმეს ექსკლუზიური პირობები შეუქმნას, მათ შორის არც მათ, ვინც კანონი დაარღვია და პოლიტიკური მოღვა წეობით კი ინიღბება. ასე მან ალექსეი ნავალნის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„მოქალაქე, რომელზეც მკითხეთ, საპატიმროშია“, — განუმარტა მან ჟურნალისტს.
მოსკოვის სასამარლოს 2 თებერვლის დადგენილებით, ალექსეი ნავალნის კომპანია „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით მისჯილი პირობითი სასჯელი გაუუქმდა და ის 3,5 წლით გაუშვეს რეალური ვადით სასჯელის მოსახდელად საერთო რეჟიმის კოლონიაში. ეს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა მოითხოვა, რომლის ცნობითაც ნავალნიმ არაერთხელ დაარღვია გამოსაცდელი ვადა და ამასთან დაკავებამდე იძებნებოდა კიდეც. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა უწყების შუამდგომლობა და ნავალნი კოლონიაში გაამწესა.