რუსეთი არ აწვდის ევროპას ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობას, რითაც ხელს უწყობს ფასების ზრდას – ჟოზეფ ბორელი 

საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებეს, რომ ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და შეაფერხოს ეკონომიკის გაჯანსაღება.

როგორც ბორელის მიერ პირად ბლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს.

„ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს, აფერხებს ეკონომიკის აღდგენას და ძირს უთხრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მწვანე ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკურ და სოციალურ მხარდაჭერას. ეს ასევე ზრდის ჩვენს დაუცველობას მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებში“, – წერს ჟოზეფ ბორელი.

ბორელის თქმით, ევროპის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება ძალიან მაღალ ნიშნულზეა. ქვანახშირის შემთხვევაში დამოკიდებულება 70%-ს შეადგენს, ბუნებრივი აირის 90 პროცენტი და ნავთობის 97 პროცენტი მესამე ქვეყნებიდანაა იმპორტირებული. სწორედ ამიტომ ევროკავშირისთვის განახლებად და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ფაზაში ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება მნიშვნელოვანია.

ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ აღმოსაველთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სპარსეთის ყურესა და საჰელის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება პრიორიტეტული უნდა იყოს. მისივე თქმით, ენერგეტიკული დამოკიდებულება გადამწყვეტია რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებშიც.

„რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას“, – წერს ჟოზეფ ბორელი.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირი და რუსეთი ენერგორესურების საკითხში ურთიერთდამოკიდებული არიან, რადგან რუსეთის ბიუჯეტი ევროპაში გაყიდული ბუნებრივი აირისა და საწვავის ხარჯზე მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასი რეკორდულად გაიზარდა, რამაც ელექტროენერგიის გაძვირებაც გამოიწვია. გაძვირდა საწვავიც. ენერგიაზე ფასების ზრდის გამო ევროკომისიამ რეკომენდაციები შეიმუშავა, რაც უნდა დაეხმაროს წევრ ქვეყნებს ენერგეტიკული კრიზისის პერიოდში მოახლოების და ბიზნესის დაცვაში. მათ შორის არის ენერგორესურსებზე გადასახადების შემცირება და სხვა დროებითი ზომები ღარიბი და დაუცველი მომხმარებლების დასახმარებლად.