ამერიკულმა ესკადრონულმა ნაღმმზიდმა Chafee-მა რუსეთის საზღვრის დარღვევა სცადა ვლადივისტოკთან ახლოს, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი დღეს, მოსკოვის დროით 10:00 საათისთვის მოხდა.
აღინიშნება, რომ ეს რაიონი დაკეტილი იყო ნაოსნობისთვის, ვინაიდან იქ სროლები მიმდინარეობდა რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი წვრთნების ფარგლებში.
სამინისტროს ცნობით, რუსეთის კუთვნილმა ხომალდმა „ადმირალმა ტრიბუცმა“ ამერიკულ ნაღმმზიდს კურსის შეცვლა მოსთხოვა, რაზეც Chafee-დან მიიღეს სიგნალი, რომ მარშრუტს ვერ შეცვლიდნენ, ვინაიდან ბროტიდან ვერტმფრენი ფრინდებოდა.
დიდმა გემსაწინააღმდეგო „ადმირალმა ტრიბუცმა“ დამრღვევების ზონიდან გაწევა გადაწყვიტა და ნაღმმზიდისკენ აიღო კურსი. ამერიკულმა ხომალდმა მხოლოდ მაშინ დაიწყო უკან დახევა, როცა მათ შორის 60 მეტრზე ნაკლები რჩებოდა.