აფეთქება ავღანეთში შიიტურ მეჩეთში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ავღანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა და 32 დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების 15 მანქანა იყო მობილიზებული.

აფეთქების დროს მეჩეთი სავსე იყო ხალხით. მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.