ხედავთ, რა ტრიალებს, ქარბორბალაა, ქარბორბალა ტრიალებს, რა ჰქვია ამ ქარბოლბალას, მიხეილ სააკაშვილი ჰქვია ამას, მიშა ჰქვია ამ ქარბორბალას – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ თავისუფლების მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
– “ეს ცუნამია, რომელიც წალეკავს ამ სიბინძურეს, სიმახინჯეს. ერთი საიდუმლო მინდა, ვუთხრა ივანაშვილს, დიახ, ივანაშვილს – ჯოჯოხეთის კარი ძალიან ფართედ არის მისთვის ღია, ეგ და მთელი ქოცისტანი, გაუბერეთ ჯოჯოხეთისკენ, თქვენი ადგილი აქ არ არის. მე არ მინდა, ამ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც უსინდისობა, გაუტანლობა, კორუფცია, გარეწრობა ცხოვრობს. იმიტომ, რომ ეს ჩვენ არ ვართ, ქართველობა არ არის ქურდბაცაცობა, კრიმინალობა, ღარიბი ადამიანის ჯიბიდან ფულის ამოგლეჯა, წაღება და ვილების აშენება. ეს არ არის ქართველობა. ქართველობა სულის მდგომარეობაა სიყვარულისა, თავდადებისა, ერთგულებისა“ – აღნიშნა გია ბუღაძემ.
მისი თქმით, თავისუფლების მოედნიდან სულ რამდენიმე მეტრში არის გია აბესაძის სახელობის ქუჩა.
– “იცით მეგობრებო, ვინ არის ეს საოცარი ადამიანი, რომელმაც თავი დაიწვა თბილისის ომის წინ, რომ ქართველები შეერიგებინა. იყო ასეთი საოცარი ბიჭი, გახსოვთ? ეს საოცარი ბიჭი იყო, დაინახა, უნდოდა, ეს ქართველების გაგლეჯა ერთმანეთის, რაღაცა მოეშუშებინა, ეთქვა, რომ აი, მე ვდებ თავს, როგორც ეს თავის დროზე პრაღის გაზაფხულის დროს იან პალახმა გააკეთა, მაგრამ არ გამოუვიდა. იცი, რატომ, იმიტომ, რომ ქართველები ერთმანეთს კი არ ებრძოდნენ, არამედ ებრძოდა ორი პრინციპი – რუსული და ქართული, ქართველური, ნამდვილი ქართული და რუსულ-დამპყრობლური. ეს არ იყო სამოქალაქო ომი, ხაზს ვუსვამ, თბილისის ომი არ იყო სამოქალაქო ომი, ეს იყო სამამულო ომი, დიახ, სამამულო, რადგან იქ რუსეთის აგენტურა, რუსის მიერ გამოშიგნული ადამიანები, რომლებშიც არაფერი ქართული არ იყო, გარდა გვარისა და სახელისა, ებრძოდნენ მთავარ სულიერ ძალას, მთავარ სულიერ მესიას პირდაპირი გაგებით ქართული რეალობისა, ზვიად გამსახურდიას. მე ზვიადისტი არ ვყოფილვარ სიტყვაზე, აი, დღეს რომ არიან, მე მაშინაც ზვიადისტი ვიყავი და ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი სული ახლა აქ ტრიალებს ამ ქაბორბალასთან ერთად. მოგვიკლეს ზვიადი და ახლა უნდათ, რომ მოგვიკლან მიშა. ქართველებო, არ გააკეთოთ ეს. არ შეიძლება იმიტომ, რომ რამდენ ქვეყანას, რამდენ ადამიანს, ერს აქვს სახელმწიფო, თუ იცით. 600-ზე მეტი ერია დედამიწის ზურგზე, მხოლოდ 200-მდე ერს აქვს სახელმწიფო და ჩვენ ეს გვაქვს. ეს პატარა მარგალიტი გვაქვს და ამ სახელმწიფოს შენებაში ლომის წვლილი შეიტანა, რა თქმა უნდა, ჩემმა მიშამ, ჩვენმა დიდმა პრეზიდენტმა. მან შეჰქმნა მისგან სახელმწიფო“ – განაცხადა გია ბუღაძემ.
წყარო: newposts.ge