„ყველანი ვხედავთ, რომ ერთ კვადრატულ მეტრზე ერთ ადამიანზე მეტი არ დგას“ – სოსო მანჯავიძე

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„თავისუფლების მოედნის ფართობი შეადგენს 10,601 კვადრატულ მეტრს. ყველანი ვხედავთ, რომ ერთ კვადრატულ მეტრზე ერთ ადამიანზე მეტი არ დგას. სამართალდამცველებთან და სუსის თანამშრომლებთან ერთად მომიტინგეთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 10- 12 ათას ადამიანს.

მართალია, 10000 ადამიანი ფეიკნიუსების ქარხნებისთვის ათჯერ მეტია, მაგრამ ჩვენ სიმართლე უნდა ვიცოდეთ და ვთქვათ.“

მოგვაინებით ამ თემაზე სოსო მანჯავიძემ კიდევ ერთი პოსტი დაწერა:

„გასაოცარია, რომ მიტინგის მონაწილეთა ობიექტური რიცხვის შესახებ ჩემმა სტატუსმა აგრესია გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის ფანებში.

ამათი ან- ან- ისტური, შავ- თეთრი აღქმისთვის, თუ ნაცების შიზოფრენიულ ნარატივს არ აყვები და არ იტყვი, რომ იქ მთელი საქართველო იდგა, ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ფულს გიხდის.

ჯერ ქართული ოცნება პროექტშიც არ იყო, როცა ამ უაღრესად ბოროტი ძალის წინააღმდეგ ვიბრძოდი, რადგან მართლა იდიოტი უნდა ყოფილიყავი, რომ მათი პოლიტიკის შედეგები ვერ დაგენახა.

ოცნების მთავარი დანაშაულიც ამ სრულიად არაადექვატური, აგრესიული დამნაშავეების პოლიტიკურ ველზე დატოვება იყო, რამაც უმძიმესი შედეგები მოიტანა.

სხედან ახლა ეს ბოროტი ზომბები და ილანძღებიან.

ლანძღვა მლანძღველისაა. გამოუსწორებლები არიან.“