აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომეხი სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ Azerbaizan 24 იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით შეტაკება მთიანი ყარაბაღის და დანარჩენი აზერბაიჯანის გამყოფ ხაზზე მოხდა. ინფორმაცია მომხდარის შესახებ რუსეთ-თურქეთის სადამკვირვებლო ცენტრს გადაეცა.
თავის მხრივ, სომხური მხარის ცნობით, მთიანი ყარაბაღის აღმოსავლეთ ნაწილში აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა სომხურ სამხედრო ბაზას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად 6 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, მათგან 2 მძიმედ. ამ ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.
სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში აზერბაიჯანულ მხარეს ადანაშაულებს.