5076 ახალი შემთხვევა, 44 გარდაცვლილი

გიგი უგულავა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით 2000 ლარით დაჯარიმდა.

გიგი უგუავა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა, მანამდე კი ერთი კვირით ადრე მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.

აქციაზე გამოჩენისთანავე საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები გამოჯანმრთელებულიყო თუ არა უგულავა, რაზეც მან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სრულად გამოჯანმრთელებული იყო. პოსტს მან თანდაურთო პსრ ტესტს პასუხიც.

 

“ნეტგაზეთი”