ჩრდილოეთ კაროლინის ვიცე-გუბერნატორი მარკ რობინსონი, რომელმაც ჰომოსექსუალიზმს გარყვნილება უწოდა, მისი გადადგომის მსურველებს პასუხობს: „მე არ დავნებდები!“.
ჩრდილოეთ კაროლინის „რესპუბლიკელი“ ვიცე-გუბერნატორი მარკ რობინსონი კრიტიკოსებს დაუპირისპირდა. მას შემდეგ, რაც მან ჰომოსექსუალიზმს გარყვნილება უწოდა, რობინსონს კრიტიკოსებმა გადადგომისკენ მოუწოდეს.
ივნისში ჩრდილოეთ კაროლინის ერთ-ერთ ბაპტისტურ ეკლესიაში ყოფნისას მარკ რობინსონმა ჰომოსექსუალობა და ტრანსგენდერობა გარყვნილებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მსგავსი თემების შესახებ ბავშვებს სკოლაში არ უნდა ასწავლიდნენ.
– “არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც ამერიკაში ბავშვებს უნდა ესაუბრონ ტრანსგენდერობასა და ჰომოსექსუალიზმზე. დიახ, მე ამას გარყვნილებას ვეძახი!“ – აღნიშნა რობინსონმა.
ჩრდილოეთ კაროლინის შტატის სენატორმა ჯეფ ჯექსონმა მარკ რობინსონს გადადგომისკენ მოუწოდა. რობინსონი გუბერნატორმა როი კუპერმა და თეთრმა სახლმაც გაკიცხეს.
WRAL-TV-სთან ინტერვიუში მარკ რობინსომა განაცხადა, რომ ის მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
– “ჩვენ არ შევშინდებით, უკან არ დავიხევთ და სამეტყველო ენას არ შევიცვლით. მე არ მრცხვენია იმის, რაც ვთქვი. მე კვლავ ასე საუბარს გავაგრძელებ, რადგან დრო დადგა ჩვენს შტატში მშობლებმა ხმა აღიმაღლონ” – განაცხადა რობინსონმა.
ჩრდილოეთ კაროლინის ვიცე-გუბერნატორმა ქვეყანაში არსებული ორმაგი სტანდარტები გააკრიტიკა: „დავიღალე, რომ მემარჯვენეების დემონიზება ხდება, რადგან მათ ჩვენი საუბარი არ მოსწონთ. მემარცხენეები ყველაფერს წვავენ, ადამიანებს სცემენ, ძარცვავენ, მაგრამ მათ შესახებ არავინ საუბრობს.“
მარკ რობინსონმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კრიტიკოსებს მიმართა და აღნიშნა, რომ მას ლგბტ ადამიანები არ სძულს, მაგრამ სკოლის სასწავლო გეგმის სექსუალური საკითხებით დატვირთვას ეწინააღმდეგება.
– “მსურს, გარკვევით გითხრათ, მე უკან დახევას არ ვაპირებ. ვერ გამაჩერებენ და ბულინგით ვერ დამიმორჩილებენ. ჩვენი შვილების უფლებებისთვის ბრძოლას გავაგრძელებ. მათ უფლება აქვთ სექსუალური თემატიკისგან თავისუფალი განათლება მიიღონ” – განაცხადა რობინსონმა.
წყარო: altinfo.net