გია ვოლსკი – სჯობდა გიგი უგულავას საერთოდ არ ელაპარაკა და არ ეღრიალა წიქარასავით

სჯობდა, გიგი უგულავას საერთოდ არ ელაპარაკა, არ ეღრიალა წიქარასავით – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაში გიგი უგულავას მონაწილეობას.

ვოლსკის თქმით, თუ ექიმმა გიგი უგულავას რეკომენდაცია მისცა, „მისი რენომესთვის სჯობდა არ მიეცა, ისეთი სისულელეები ილაპარაკა“.

– “სჯობდა, ეს არ მომხდარიყო მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიის თუ პოლიტიკური გემოვნების ინტერესებიდან გამომდინარე. დაარღვია თუ არა კოვიდრეგულაციები, ეს არ ვიცი“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

წყარო: itv.ge