მძიმე ავარია: 7 წლის ბავშვის მდგომარეობა საგანგაშოა

15 ოქტომბერს, ახალციხეში მძიმე ავარია მოხდა, სადაც 7 წლის ბავშვი დაშავდა.

იგი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება და დაშავებულის მდგომარეობა ახლაც მძიმეა.

“ავტოავარიის შედეგად შემოიყვანეს 7 წლის ბიჭი, მძიმე ტრავმული დაზიანებით, გამოძახებულია კატასტროფის ბრიგადა და ველოდებით გადაყვანას თბილისში”,- განუცხადეს “სამხრეთი კარიბჭეს” ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

 

“რეზონანსი’