სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანის ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში დააკავა „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი.
ანა სუბელიანი ფეისბუკზე სხვა პირების დაკავების შესახებაც წერს.
ერთ-ერთი მოქალაქის ფეისბუკლაივში ჩანს, რომ პოლიციელებმა „საქსესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე დააკავეს აქტივისტი თენგო ემინაშვილიც.
ნეტგაზეთი ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.
განახლება, 01:45 — „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციამ გაათავისუფლა.
“ნეტგაზეთი”