ქართველმა ჩოგბურთელმა “ინდიან ველს მასტერსის” 1/4 ფინალში, ბერძენი ჩოგბურთელი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა “ინდიან ველს მასტერსის” 1/4 ფინალში ბერძენი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა “ინდიან ველს მასტერსის” 1/4 ფინალში ბერძენი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი სტეფანოს ციციპასი სამი სეტის ჯამში ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილი ტურნირის ნახევარფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევის და ამერიკელი ტეილორ ფრიტსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

წყარო: ptn.ge