“ოცნების ქალაქში“ ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. შედეგად არავინ დაშავებულა – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.
– “საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვყავს. ოჯახები დროებით გადაყვანილი იქნებიან შესაბამის უსაფრთხო ადგილას. ოცნების ქალაქი შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხის შემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას და ყველა აქ მცხოვრებ ოჯახს ჰქონდეს როგორც უსაფრთხო, ასევე ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ის პროექტი, რომელსაც ვაშენებთ, არც ერთი წამით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა. პირველი ფაზა წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაწყებულია მუშაობა მეორე ფაზაზე და ყველა აქ მცხოვრები ოჯახი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, დაკმაყოფილდება“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
წყარო: newposts.ge