სტურუა: ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ჩემი კოლეგები აღარ არიან და მე მათ აღარ მივესალმები. ეს ის ხალხია, რომელმაც 1937 წელი შექმნა.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ჩემი კოლეგები აღარ არიან და მე მათ აღარ მივესალმები. ეს ის ხალხია, რომელმაც 1937 წელი შექმნა – ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ ბოროტების უფრო დიდმა ძალამ, როგორიც იყო იოსებ სტალინი და მისი მოწაფე ლავრენტი ბერია, გაითვალისწინეს, რომ ინტელიგენციაში არის მხდალი ხალხი, რომელიც გაყიდის საკუთარ მეგობრებს, უდიდეს პოეტებს.
– “თქვენ იცით, რა წერილები დაიწერა ჯავახიშვილის, ტაბიძის წინააღმდეგ. ესენი მათი პირდაპირი შთამომავლები არიან. 5 წელი გავა და შერცხვებათ, მაგრამ ხელმოწერები ხომ დარჩება? თუ დარჩებათ სინდისი, ძალიან ინანებენ. ნიჭი კომპრომისს ვერ ეგუება, თუ რაღაც კომპრომისი ჩაიდინე, ნიჭი პატარავდება და პატარა კურ**ად იქცევა. ესენი აბრალებენ გალაკტიონს, რომ სტალინზე ლექსი დაწერა. ასეთი ლექსი ბელადზე ახლა ვერცერთმა ვერ დაწერა. გალაკტიონმა სტალინს ლეგიონი უწოდა და ლეგიონი არის სატანის სახელი” – აცხადებს რობერტ სტურუა.
წყარო: news.ge