ტეხასის შტატის გუბერნატორის გრეგ ებოტის ახალი განკარგულებით, შტატში არცერთ ორგანიზაციას არ აქვს უფლება თანამშრომლებს ვაქცინის ჩატარება დაავალდებულოს.
გუბერნატორის ბრძანებით საჯარო ან ბიზნეს ორგანიზაციებს არ აქვთ უფლება თანამშრომლებისგან ან მომხმარებლისგან ვაქცინაციის მოწმობა მოითხოვონ. ტეხასში ადამიანებს უფლება აქვთ უარი თქვან ვაქცინაზე რელიგიური ან სამედიცინო მიზეზებით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ მათ კოვიდი უკვე გადაიტანეს ან ვაქცინაზე უარის თქმა მათი მორალური არჩევანია.
ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც გუბერნატორ ებოტის ბრძანებას არ დაემორჩილება, 1000 დოლარით დაჯარიმდება.
გრეგ ებოტმა ტეხასის საკანონმდებლო ორგანოს მომავალ სესიაზე კანონმდებლებს ახალი ბრძანების შესაბამისი კანონის მიღებაზე მსჯელობისკენ მოუწოდა.
ტეხასის შტატში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 52%-ია სრულად ვაქცინირებული.