ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი

“ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი”.

ელისო ბოლქვაძემ პოლიტიკაში მისი მოსვლის მიზეზი განმარტა. ამ თემაზე ცნობილმა პიანისტმა და დეპუტატმა გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

– ”მე შემოვედი პოლიტიკაში იმიტომ, რომ ვადევნებდი თვალყურს 2012-წლამდე და მერე [მოვლენებს] და ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის ეს იყო შეუცნობელი ადამიანი, რომელიც შემოვიდა ქართულ სივრცეში და ძალიან მაინტერესებდა. მივყვებოდი მას ტელევიზიით, არ ვიცნობდი საერთოდ. რაღაც ძალიან დიდი იმპულსი იყო” – განაცხადა ბოლქვაძემ.

წყარო: newposts.ge