მელია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვო, არ მივცემ უფლებას, გააყალბონ არჩევნები

მისი თქმით, ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რომ არჩევნები გააყალბოს.

“აღფრთოვანებული ვარ, ყველა ბრძოლის უნარით და ჟინით არის შეპრობილი და რაც მთავარია მეც. როგორც არასოდეს ისეთი ბრძოლისუნარიანი ვარ. ამათ უსინდისობას საზღვარი არ აქვს. მე, როგორც მერობის კანდიდატი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვო და არავითარ შემთხვევაში არ მივცემ უფლებას, რომ გააყალბონ არჩევნები. ყველანი დავდგებით საარჩევნო კომისიის წინ და დავიცავთ ჩვენს ხმებს”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.