“ფული არ გვაქვსო და წინასაარჩევნოდ დევნილები და ვეტერანები გაახსენდათ?” – გოცირიძე

“ენმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე:

ეს არის წინასაარჩევნო, პროპაგანდისტული მოსყიდვა… ამბობენ, ბიუჯეტში ფული არ გვაქვსო და საგარეო ვალებს იღებენ და როგორ, როცა უზარმაზარი საგარეო ვალი აიღო ქვეყანამ და პანდემიას ვებრძვით, ახლა გაახსენდათ დევნილები და ვეტერანები? საიდან გამოჩნდა ეს ფული, არჩევნების წინ ფული გამოჩნდება-ხოლმე.

ხელისუფლება ოპოზიციას დესტრუქციაში ადანაშაულებს და ამ ბრალდების საპასუხოდ აცხადებს, რომ მთავრობა დევნილებსა და ვეტერანებზე მუდმივად ზრუნავს, ხოლო მათთვის დახმარების გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურს უბრალოდ დაემთხვა.

წყარო – ტვ პირველი