რუსეთის ხელისუფლების გეგმებით, ამ მაჩვენებელმა ზრდასრულ მოსახლეობაში 80%-ს უნდა მიაღწიოს.
რუსეთის COVID-19-თან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში ქვეყნის მოსახლეობაში კორონავირუსზე კოლექტიური იმუნიტეტის დონეზე ისაუბრეს, იუწყება РИА Новости.
„5 ოქტომბრის მონაცემებით, ვაქცინის პირველი კომპონენტით აცრა ჩატარდა 51 მილიონჯერ, სრული ციკლით ვაქცინაცია – 47,5 მილიონჯერ. რუსეთში კოლექტიური იმუნიტეტის დონე 45%-ით ფასდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მოსკოვში ის შედგენს 61%-ს, მოსკოვის ოლქში – 64%-ს, სანქტ-პეტერბურგში – 58%-ს.
რუსეთის ხელისუფლების გეგმებით, ამ მაჩვენებელმა ზრდასრულ მოსახლეობაში 80%-ს უნდა მიაღწიოს. ეს კატეგორია მოიცავს კოვიდგადატანილებს და ბოლო 6 თვეში აცრილებს, ასევე მათ, ვინც კორონავირუსი გადაიტანა ან აიცრა ადრე, მაგრამ რევაქცინაცია გაიარა.
ვაქცინაცია კორონავირუსისგან დაცვის ყველაზე საიმედო გზაა. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოს თქმით, მძიმე პაციენტებში აცრილია 0,03%-ზე ნაკლები, ხოლო სტაციონარებში მყოფ პაციენტთა დიდ უმრავლესობას აუცრელი პირები შეადგენენ.