მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა, კობა ნაყოფიამ მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, მინდა გითხრათ, რომ არის შესანიშნავ ფორმაში. მე ვუთხარი,რომ მშურს-მეთქი შენი. ცოტა გამხდარია და ამიტომ. არის ძალიან ძლიერი და მაგარ პოლიტიკურ ფორმაში. ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი მომეჩვენა და ყველაზე კარგ ფორმაში როცა მინახავს მიშა, ასეთი მიშა ვიხილე დღეს და ვარ ძალიან კმაყოფილი და ძალიან დამუხტული გამოვედი მისგან. გზავნილია, რომ ბრძოლა ბოლომდე. ეს არის მისი მთავარი მესიჯი, რომელიც უნდა, რომ ყველას გავაგებინო, რომ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ, იქნება ეს ემიგრაციაში თუ საქართველოში, უნდა იბრძოლოს გამარჯვებამდე,
ცნობილი ხდება, რომ მესამე პრეზიდენტის ინტერესებს კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, საქმეში კახა წერეთელი ჩაერთვება. ადვოკატი ახლა რუსთავის ციხესთან დგას და მოშიმშილე პატიმართან შეხვედრას ელოდება. კახა წერეთელი მსჯავრდებულის უფლებების დარღვევის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით იმუშავებს.
დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილს ასევე, მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მოინახულებს. რაც შეეხება მედიკოსთა კონსილიუმს, აღნიშნული შეხვედრა მესამე პრეზიდენტთან დღეს აღარ შედგება.