“უკანასკნელ დროს სომხეთის ახალი ხელისუფლება, სომხეთში რუსული სკოლების გახსნის ინტერესს იჩენს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა
ტაჯიკეთში გამართულ რუს თანამემამულეთა კონგრესსზე, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალური პროგრამის მქონე რუსული სკოლების გახსნაზე ისაუბრა.
ლავროვის განცხადებითვე, ამჟამად რუსეთი, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, “რუსული ენის, კულტურისა და ზოგადად რუსული სამყაროს პოზიციების გამყარებისთვის” აქტიურ ნაბიჯებს დგამს.
ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება მუდმივად უკმაყოფილებას გამოხატავდა იმასთან დაკავშირებით რომ სომხეთში რუსულ ენას სათანადო ყურადღება აღარ ექცეოდა.
2020 წლის ომის შემდეგ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ. 2021 წლის გაზაფხულზე მთიან-ყარაბაღში მეორე ოფიციალურ ენად რუსული გამოცხადდა.
“ნეტგაზეთი”