ენმ თბილისში ყველა მოსწავლის უფასო კვებას პირდება, სოციალური სტატუსის განურჩევლად

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურამდე ორი კვირით ადრე დედაქალაქის ქუჩებში ახალი სარეკლამო ბანერები გამოჩნდა, რომელზეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებაა გამოსახული – “უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში”.

გეგმა დედაქალაქის საჯარო სკოლების აბსოლუტურად ყველა მოსწავლეზეა გათვლილი, მიუხედავად მათი სასკოლო ასაკის, სოციალური სტატუსისა და ეკონომიკური მდგომარეობისა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმის თანახმად, თბილისში რეგისტრირებული 190 000 – 200 000 მოსწავლის გამოკვება სახელმწიფოს, სავარაუდოდ, ყოველწლიურად არაუმეტეს 90-100 მილიონი ლარი დაუჯდება.

ბიუჯეტისა და მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, თითოეული მოსწავლის გამოკვებაზე ყოველდღიურად, დაახლოებით, 2.5-3 ლარი დაიხარჯება.

ინფრმაცას ტაბულა ავრცელებს.