გლახებს რად უნდათ ბოსტანი?! ისინი უნდა გადააბრუნო და მ@@@@ა” ეგრეც უქნა ზუსტად! – ალექსანდრე ყანთელაძე

სანამდე უკრაინაში- პოროშენკო და ზელენსკი, ხოლო საქართველოში ნაცები და ქოცები ერთმანეთს ეჯიბრებიან: მე უფრო ყურმოჭრილი მონა ვარ დასავლეთის და უფრო რუსოფობი, ვიდრე შენო, რუსეთმა ორივე გამყიდველ ერთმორწმუნე მეზობელს, მთავარი ,,კოზირები” ისე დააყრევინათ ხელებიდან, რომ გარანტირებული აქვთ ,,გახვიშტვა”…

 

უკრაინის გვერდის ავლით,გაზის მილი გაიყვანა ევროპაში და უკრაინას უმთავრესი ფუნქცია და ბერკეტები ხელიდან გამოაცალა…
(უგაზოდ დარჩენილი უბრალო უკრაინელი ხალხი,ამის შედეგს უკვე სასტიკად გრძნობს და ჯერ შემოდგომაა,ზამთარი აწი დგება).
საქართველოს კი,მისი არსებობის მანძილზე ყველაზე საუკეთესო რაც გააჩნდა,ანუ სატრანზიტო ფუნქცია,აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დამაკავშირებელი გზების ფლობა,რომელთა გავლის გარეშე,თურქეთი და აზერბაიჯანი ვერ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ვერც რუსეთი სომხეთს და სომხეთი ირანს…ფაფუუუ…რადგან პაშინიანი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ,იძულებული შეიქმნა მისი მოსისხლე მტრის,აზერბაიჯანის და მისივე ეთნიკური გენოციდის მომწყობი თურქეთისათვის კორიდორი გაეხსნა!!!
ასეთი შედეგი გამოიღო სოროსელი პროდასავლელი პაშინიანის მიერ,სომხეთის ევრო-ამერიკულ საგარეო კურსზე დაყენებამ…სომხები ხომ დააქცია და დაღუპა და ჩვენც გამოგვისვა ყელში დანა მაგ კორიდორის გახსნით.ყველაზე დიდი სარგებელი და მრავალმხრივ მომგებიანი პოზიცია ამ ყველაფრის შედეგად მიიღო ისევ რუსეთმა,ისევე როგორც პაშინიანის მიერ წარმოებული ყარაბახის ომისგან.
ალალიც არის! ვულოცავ რუს ერს და რუსულ დიპლომატიას,ამ კიდევ ერთ მორიგ უდიდეს გამარჯვებას!
რადგან ,,გლახებს რად უნდათ ბოსტანი?! ისინი უნდა გადააბრუნონ და ….” ეგრეც უქნათ ზუსტად!
ეს გესმით რას ნიშნავს?იმის გარდა რომ დიდი შემოსავალი და მთავარი,ისტორიულ-გეოგრაფიული სატრანზიტო ფუნქცია დავკარგეთ,ზედ მივაყოლეთ_ საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობიანობის ინტერესი და საჭიროება,რეგიონში ყველა მეზობლისათვის.
ასევე დაიკარგა აფხაზეთიდან სარკინიგზო გზის უალტერნატივობა!
აწი რუსეთთან დიალოგიც ოცნებაა. მოგვიწევს მალე მონოლოგი მათგან,ჩვენ ვიკითხოთ თორე,
უკრაინა და საქართველო სანამ გაპროევროპელობას ლამობდნენ, ევროპა თავად გაპრორუსულდა სასაცილო უწიგნურო ბრიყვებო!

ალექსანდრე ყანთელაძე; სოციალური ქსელი