“უდიდესი სამძიმარი მოძმე უზბეკ ხალხს, ამას სჯობდა ჩინგიზ ხანი დასხმოდათ თავს” – ნათელაშვილი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ყოფილი ხელმძღვანელი, თამარ ჟვანია, უზბეკეთში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ დირექტორად დაინიშნა.

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი, ამ ფაქტს ასე ეხმაურება:

“უდიდესი სამძიმარი და თანაგრძნობა მინდა გამოვუცხადო მოძმე უზბეკ ხალხს. ამის დანიშვნას სჯობდა ჩინგიზ ხანი დასხმოდათ თავს.”