ვაქცინები “გენური თერაპირაა”, რომელიც აღწევს ადამიანის უჯრედებში, ცვლის ადამიანის დნმ-ს და გენეტიკურ მასალას ანადგურებს.
თურქი პოლიტიკოსი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ახალშობილი ბავშვების ფოტოებს აჩვენებს. ფოტოზე ერთ-ერთ ჩვილს კუდი აქვს, ერთის სხეული ხშირი თმითაა დაფარული, ხოლო მესამეს სამი ფეხი აქვს. თურქეთის “ახალი კეთილდღეობის პარტიის” (Yeniden Refah Partisi) წევრი ფატიჰ ერბაკანი ამტკიცებს, რომ ბავშვებში ფოტოებზე ნაჩვენები ანომალიები მშობლების მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინების Pfizer-ისა და Moderna-ს გაკეთებამ გამოიწვია. ერბაკანის თქმით, რნმ ვაქცინები “გენური თერაპირაა”, რომელიც აღწევს ადამიანის უჯრედებში, ცვლის ადამიანის დნმ-ს და გენეტიკურ მასალას ანადგურებს, რაც შემდგომ თაობებში მრავალ აქამდე უცნობ ანომალიებს გამოიწვევს.