შეერთებული შტატები ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების რუსული საფრთხისგან „ხსნის“ ვარიანტს ამუშავებს ძველი სამყაროს ტერიტორიის თერმობირთვული დაბომბვებით.
ვინაიდან რეალური საფრთხე არ არსებობს, ხოლო ამერიკული თერმობირთვული ბომბები B61 ბელგიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და თურქეთის არსენალებში შედის, ამიტომ ვაშინგტონს, მოგონილი საბაბით, ნებისმიერ დროს შეუძლია ევროპის „გაჰიროსიმება“.ანალოგად შეიძლება გამოდგეს ერაყის, იუგოსლავიის, ლიბიისა და სირიის მიმართ უმიზეზო აგრესიის ისტორიები.
ნატო 18-25 ოქტომბერს სწავლება Steadfast Noon 2021-ს ატარებს სამხრეთ ევროპის ტერიტორიაზე, რომელშიც ალიანსის 14 წევრი ქვეყანა მონაწილეობს. მასში ჩართულია ათობით გამანადგურებელი და ბომბდამშენი − რომლებსაც ბორტზე ბირთვული იარაღის ზიდვა და გამოყენება შეუძლიათ, და ასევე შორი რადიოლოკაციური დაკვირვებისა და საწვავით შევსების თვითმფრინავები.
მანევრები თითქოს არ უკავშირდება მიმდინარე მსოფლიო მოვლენებს და „ნატოს ბირთვული შეკავების საშუალებების უსაფრთხოების, საიმედოობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფას“ ემსახურება –უპირატესად აშშ-ის თერმობირთვული ბომბებით B61-12.
აშკარაა, მშვიდობიანი ევროპელების უსაფრთხოება თვითმფრინავის ფრთით − ეს მეორე რიგის პრობლემაა. ევროპაში ბირთვული კონფლიქტის ჰიპოთეტურ ვითარებაში დაბომბვის შესახებ პრონციპულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ქვეყნებში რეფერენდუმზე კი არ მიიღებენ, არამედ ვაშინგტონში. შესაძლოა უკვე მიღებულიცაა და აქტივაციას ელოდება.
მანამდე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პოლიგონებზე მოდერნიზებული ტაქტიკური ბირთვული ბომბების, B61-12-ის ინტეგრაცია დასრულდა ახალ გამანადგურებელ F-35A-სა და ძველ F-16C-ზე.
ევროპაში ბევრი „ორმაგი დანიშნულების“ გამანადგურებელი და ბომბდამშენია და მათთვის ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და თურქეთში მდებარე ამერიკულ ბაზებზე დაახლოებით ორასი ბირთვული В61ინახება, რომელთა საერთო სიმძლავრე 18 მეგატონაა.
ეს ჰიროსიმაში მომხდარი აფეთქების 900-ჯერადი ეკვივალენტია. 1945 წელს აშშ-მა პირველად გამოიყენა იაპონიაში 20 კილოტონა სიმძლავრის ბომბი, რასაც 200 ათასი კაცი ემსხვერპლა. იციან კი ვაშინგტონის ევროპელმა მოკავშირეებნა, რომ ერთი B61− ეს დაახლოებით ორი ჰიროსიმაა?
მხოლოდ ფაქტები: მოდერნიზებული B61-12-ის დანიშნულება ევროპაში არსებული მოძველებული ამერიკული ბირთვული საბრძოლო მასალების ჩანაცვლებაა. ის აღჭურვილია დამიზნების სისტემითა და ცვლადი სიმძლავრის საბრძოლო ნაწილით − დაახლოებით 50 კილოტონა, და შეუძლია მიზანს ჩამოგდების წერტილიდან 30 კმ-ში მიაღწიოს.
თერმობირთვული B61-12 უსაფრთხოებას კი არ უზრუნველყოფს, არამედ წერტილოვანი გამოყენების ალბათობასა და მილიონობით ევროპელის საშინელი გზით მოკვდინების შესაძლებლობას, რომლებიც უნებლიეთ აღმოჩნდებიან აშშ-ის დაცვის ქვეშ. ევროკავშირის მოქალაქეებზე მეტი შეიძლება დაიღუპოს, თუ ასეთი თუნდაც ერთი ბომბი რუსეთში ჩამოვარდება.
სერიული თვითმკვლელები
ნატოს სწავლება Steadfast Noon ევროპაში ყოველწლიურად ტარდება. საბრძოლო გამოყენების გეგმების დეტალები საიდუმლოა, მაგრამ „შუადღის პაპანაქების“ ჩანაფიქრი, ანუ ბირთვული ომის სცენარი და მისი მონაწილეების შემადგენლობის დამალვა ძნელია. ამერიკული ავიაციის გარდა, მსგავს მანევრებში ტრადიციულად მონაწილეობს გერმანული, ჰოლანდიური, ბელგიური და იტალიური გამანადგურებლები.
ოფიციალური მონაცემებით, Steadfast Noon 2021 სამხრეთ ევროპის საჰაერო სივრცეში ტარდება. ფაქტობრივად მუშვდება ამერიკული თერმობირთვული B61-ის მიღება და ტრანსპორტირება, პირობითად − გამოყენება. საწვრთნელი ფრენები ბომბების გარეშე სრულდება, მაგრამ იტალიის კომუნა გედისა და გერმანიის ბიუხელის ავიაბაზებზე არსებულ ბირთვულ საბრძოლო მასალებს რეალურად ამზადებენ გამოსაყენებლად (აპროგრამებენ), თვითმფრინავების ნაკვეთურებში ტვირთავენ. როგორც სააგენტო DPA იუწყება, ბიუხელის ბაზაზე ოცამდე ამერიკული B61ინახება.
რა თქმა უნდა, მანევრების პროცესში არ გამოირიცხება ტექნოლოგიური კატასტროფები, ,ეხის ჩამოვარდნა, ხანძრები, ჯიჰადისტების ტერაქტები და სხვა უსიამოვნებები, მაგრამ „ევროპაში უსაფრთხოების პირობების გაუარესების გათვალისწინებით, ერთიანი ბირთვული ალიანსი“ უფრო მნიშვნელოვანია.
ნატოს არაერთგვაროვნება და წინააღმდეგობრიობა ეჭვქვეშ აყენებს ამგვარი სამხედრო თამაშების ტექნოლოგიურ უნაკლობასა და უსაფრთხოებას. ნატოს ბირთვული პოლიტიკის შესაბამისად, პარტნიორ ქვეყნებს, თუ საგანგებო ვითარება შეიქმნება, შეუძლიათ ევროპაში დისლოცირებული ამერიკული ქობინები გამოიყენონ. მაგრამ, ვინ განსაზღვრავს საგანგებოობის დონეს?
პენტაგონის შეფმა ლლოიდ ოსტინმა, რომელიც კიევში იმყოფებოდა სამშაბათს, დონბასში მიმდინარე მოვლენებთან საუბრისას თქვა: „მოდით მკაფიოდ ვთქვათ: ეს ომი რუსეთმა დაიწყო“. ოსტინმა ასევე აღნშნა, რომ აშშ განამტკიცებს უკრაინის უნარებს, შეაკავოს რუსეთი შემდგომი აგრესია.
მანამდე ნატოში მივიდნენ დასკვნამდე, რომ დნესტრისპირეთში რუსი სამშვიდობოები მოლდოვის სუვერენიტეტს არღვევენ და სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩაურევლობა მოითხოვეს. კიდევ ვაშინგტონი რუსეთის ნაწილად არ აღიარებს ყირიმს, ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
აშშ ცალმხრივად გავიდა მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან და საშუალო სიშორის მობილურ სახმელეთო სარაკეტო სისტემას ამუშავებს. ამერიკული ბომბარდირები ბალტიის ქვეყნებში გამართულ სწავლებებზე რეგულარულად იმიტირებენ კალინინგრადის ოლქსა და პეტერბურგზე ბირთვულ შეტევებს. ალიანსის სამხედრო ხომალდები პერიოდულად არღვევენ რუსეთის საზღვრებს, რაზეც რუსეთის სამხედრო ფლოტისგან მკაცრ პასუხებს იღებენ.
ბირთვული განწირულობა
მანამდე რუსეთმა გერმანია საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც ბირთვული იარაღის აუგებლობას ეხება. არ გააჩნია რა საკუთარი ბირთვული არსენალი, გერმანია ტრადიციულად გზავნის თვითმფრინავებსა და სამხედროებს ბირთვული იარაღის გამოყენების დასამუშავებლად, და სრულად ერთგულია აშშ-სა და ნატოს ბირთვული ომის კურსისა „ბირთვული მონაწილეობის“ ფორმატში.
არანაკლებ შეშფოთებას იწვევს მსგავს ღონისძიებებში პოლონეთის არსენალში არსებული F-16-ების მონაწილეობაც. შევნიშნავთ, რუსულ რადარებზე არ ჩანს, სახელდობრ რომელ ქობინებს ზიდავს „ორმაგი დანიშნულების“ ეს გამანადგურებელი, ამიტომაც დომინირებს „ბირთვული დამნაშავის“ პრეზუმფცია რუსეთის საზღვრებთან ახლოს მფრენი ნატოს ნებისმიერი თვითმფრინავისთვის.
შემთხვევითი არ არის, რომ დასავლელი ექსპერტები დღეს ბირთვული ომის საფრთხეს, გასულ ათწლეულებთან შედარებით, ბევრად მოსალოდნელად მიიჩნევენ. და აღნიშნავენ, რომ ამერიკელები „ცეცხლს, ანუ სამყაროს აღსასრულს ეთამაშებიან“. ევროპა პოტენციურ ბრძოლის ველად ყალიბდება და ასევე „სუპერსახელმწიფოების თამაშში ბურთი“ ხდება.
იმის კვალდაკვალ, თუ როგორ კარგავს ვაშინგტონი საერთაშორისო გავლენას, ის ცდილობს „სულ უფრო მძვინვარედ განახორციელოს შტატების დიდი მოწინააღმდეგეების ნეიტრალიზაციის სტრატეგია“. მაგრამ ამერიკული გონებრივი ცენტრებიც კი აღნიშნავენ, რომ აშშ-ის თავშეუკავებელი „მილიტარიზმის“ პერიოდი დამთავრდა, ამირომ ვაშინგტონს აუცილებლად ესაჭიროება შეამციროს უცხოეთში სამხედრო ყოფნა და ასევე მსოფლიოში სამხედრო ძალის გამოყენება. ასეთ ვითარებაში რუსეთის მეზობლებს ურჩევნიათ, საკუთარი თავებით იფიქრონ − კონფრონტაციას დიპლომატია სჯობს.
ამის პარალელურად, Steadfast Noon-ი და ახალი შეიარაღება უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. B61-12-ების მოდერნიზება ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს 10 მლრდ დოლარი დაუჯდებათბუნდესვერის ახალ ბომბდამშენებზე 8 მლრდ ევროზე მეტის დახარჯვაა დაგეგმილი.
ევროკავშირის საზოგადოება სულ უფრო მტკიცედ მოითხოვს ყოველწლიური Steadfast Noon-ის გაუქმებას, „ბირთვული მონაწილეობის“ შეწყვეტას და ამერიკული ბირთვული ბომბების გატანას მათ ისტორიულ სამშობლოში. „გრინფისი“ აღნიშნავს, რომ დადგა დრო რუსეთთან ახალი სტრატეგიული მოლაპარაკებებისთვის ბირთვული განიარაღების თაობაზე. გაიგებენ კი ამას აშშ-სა და ნატოს პოლიტიკოსები და სტრატეგოსები?