ჰერცოგინია ქეით მიდლტონი საქველმოქმედო ღონისძიებაზე 25 დოლარიანი სამოსით მივიდა
ჰერცოგინია ქეით მიდლტონი მასობრივი ბრენდების სამოსს დიდი სიამოვნებით იხდენს. ჰერცოგინიამ, BAFTA-ს ლონდონის შტაბ-ბინაში ვიზიტისათვის Pleated Skirt-ის 25 დოლარიანი წითელი ქვედა ბოლო შეარჩია. აქციის, Taking Action on Addiction ფარგლებში, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციის Forward Trust ინიციატივით მოეწყო, მიეძღვნა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს.
შეხვედრაზე ჰერცოგინიამ განაცხადა: დამოკიდებულება არჩევანი არ არის. არავის უნდა გახდეს ნარკომანი, მაგრამ არცერთი ჩვენგანი არ არის ამისგან დაზღვეული. ამ პრობლემის შესახებ იშვიათად საუბრობენ, როგორც ფსიქიკურ დაავადებაზე. ჩვენ ძალიან ცოტა დროს ვხარჯავთ იმისათვის, რომ გავერკვეთ დამოკიდებულების ძირეულ მიზეზებში.
წყარო: ptn.ge