რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
– “იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს ვიწყებთ ურთიერთობების გაუარესებას არც ნატოსთან, არც ევროკავშირთან და არც დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანასთან. ალიანსის ქვეყნებმა თავად უბრალოდ დაასამარეს მთავარი წესი, რომელიც რუსეთი-ნატოს საბჭოს წესდების საფუძველში – აუცილებელია სასწრაფო კონსულტაციები კრიზისულ ვითარებაში” – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთის ნაბიჯი, რაც ბრიუსელში რუსეთის წარმომადგენლობის მუშაობის შეწყვეტას გულისხმობს, პასუხია ნატოს სამ ნაბიჯზე, რადგან მათ სამჯერ შეამცირეს რუსეთის წარმომადგენლობა.
– “და რაც მთავარია, არ გვაცლიან მუშაობას“ – განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის, რუსეთი ნატო-ში საკუთარი დიპლომატიური მისიის საქმიანობას აჩერებს. მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება ალიანსის მიერ რუსეთის მისიის 8 წევრის გაძევების საპასუხოდ მიიღო.
წყარო: ptn.ge