დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
“ეს ტროლად ქცეული ქალები და კაცები, ჩემს გარშემო ამ აზროვნების დედაკაცების გამო იყვნენ ძირითადად ოპოზიციაში ადამიანები, ყველა პრეზიდენტი, ამ “ფსკერმა ” ამ აგრესიულმა ტალახიანმა ტროლთა გუნდმა შეიწირა, რომლებიც ვითომ მხურვალე მხარდამჭერები არიან და ამ დროს მუდამ რუსეთის უშიშროების საქმეს აკეთებენ ზოგი უნებლიედ, ზოგიც შეგნებულად. სიფრთხილე გვმართებს ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, მე პირადად ოპოზიციაში ბევრჯერ ამ “ფსკერთა” გამო ვყოფილვარ (სხვათაშორის ოპოზიციის მომხრეებშიც არიან და ხელისუფლების მომხრეებიც), ყველაფერს გამოცდილება სჭირდება, ახლა რა თქმა უნდა, უკვე ჩემზე ნაკლებად მოქმედებს ამ ” ტალახიანთა შხეფები” ღიმილის მომგვრელია , როგორც წინწკლებს ისე ვუყურებ თეთრ ტანსაცმელზე რომ მოგასხამენ – ცუდია , ელდასავით არის მაგრამ ირეცხება ……
აი საქართველო კი არ ვიცი როგორ ჩამოირეცხავს ამ ტალახს ,ბოღმას ღვარძლს ,მორევშია ქვეყანა . არ აჰყვეთ და არასოდეს დაუჯეროთ თქვენს მხარეს (იმიტომ რომ თქვენს მხარეს არის ), თქვენს მომხრე “ წუმპეს”, ქალი იქნება თუ კაცი. წუმპე წუმპეა, ტალახიანი აზროვნება ტალახიანი – შლამიან ფსკერზე მიგათრევს უეჭველად!!!!!!”