სირიის დედაქალაქში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, ავტობუსში, რომელიც ქალაქის ცენტრში აფეთქდა, სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

გამოცემის ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.

 

“იმედინიუსი”