ინფორმაცია, თითქოს სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.
როგორც უწყება განმარტავს, გაქურდულია სუს-ის ქვემო ქართლის რეგიონული დანაყოფის ერთ – ერთი თანამშრომლის ოჯახის სახლი.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 28 სექტემბერს, მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.
გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული დანაყოფის ერთ – ერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები.
ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: newposts.ge