მოკლედ, ყველაფერი რაც დღეს ჩვენთან ხდება, ჯალალადინის ბრალი ყოფილა. უჰ, ეს საზიზღარი ხვარაზმ-შაჰი! ამიტომ “ნაცებსა” და მიშას ცოდვებს მაინცდამაინც ნუ მოვკითხავთ.
სამაგიეროდ, აგერ მელია 100 ლარს მაინც პირდება პენსიონერებს, გვერდზე ხაზარაძე უდგას… სხვათაშორის, არაა ცუდი გათვლა, მარტო თბილისში ამით რამდენიმე ათას პენსიონერს კი მოიზიდავს არჩევნებზე.
ისე, ამ “ქოცებმაც” რომელი ერთი საქმე მიიყვანეს ბოლომდე? ცხრა წელი ამათაც ქონდათ… სამართლიანობა აღადგინეს, რუსებს ან აფხაზებს დაელაპარაკნენ, გარეჯის ამბავში (“სტრელოჩნიკებზე” რომ შეაჩერეს გამოძიება) გაგვარკვიეს ბოლომდე, ახალი ლიტპრემია დააარსეს, კორონა დაამარცხეს თუ პენსიონერები აგვაშენეს? ბიძინა რომ ბიძინაა, ის ვერ დააბრუნეს მთავრობაში, ცოცხალი თავით აღარ უნდა, მაინც მას დაბრალდება ყველაფერი და დაიღალა კაცი.
ამიტომ “ქოცებიც” ბევრს ნუ ტრაკანებენ, ამას დავამთავრებთ, იმას მოვამთავრებთო. არჩევნებს გადააგორებენ და ხვალ დაავიწყდებათ საკუთარი სიტყვები, აგერ მე და აგერ გერმანია. ამის 99%-იან (1%-ს მაინც მოვიტოვებ ჩემთვის) გარანტიას გაძლევთ. კაპიკია მათი დაპირებების ფასი.
ნუ, ეგ უკვე აღა-მაჰმად ხანის ბრალი იქნება, ყველაფერს ჯალალს ხომ არ შევტენით! ხოლო ლენინი და სტალინი იმდენჯერ ახსენეს აუგად ამ ოცდაათ წელიწადში, ნამეტანი გაცვდა.
არაუშავს, კიდევ მედეა და იასონი მყვანან “ზაგაჟნიკში”. მთავარია, ეგ ჩვენი “დღევანდელები” მუდმივად იყვნენ კარგად. ბიუჯეტი და ტურფა საბაღნარო მაგათია და შეე..ი, თუ გინდა.
გ.ლ. ?