ლატვიის ხელისუფლებამ 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე მკაცრი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
21 ოქტომბრიდან, 20:00 საათიდან 05:00 საათამდე „კომენდანტის საათი“ და სხვა მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს.
გარდა ამისა, დაიკეტება ყველა მაღაზია, გარდა იმ მაღაზიებისა, რომლებიც პირველადი მოხმარების საქონლით ვაჭრობენ.
დაიკეტება, ასევე, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, აიკრძალება ყველა საჯარო ღონისძიების გამართვა, არაორგანიზებული შეკრებები, ხოლო ისეთ შეკრებებზე, როგორებიც არის ნათლობა, დაკრძალვა და სხვა შეკრება შეეძლება მხოლოდ 10 ადამიანს.
წყარო: newposts.ge