საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ათენში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.
დღეს დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც საუბარი იქნება თანამშრომლობის გაღრმავებაზე. დღის განმავლობაში იგეგმება ორმხრივი აუდიენციები ბრიტანეთის, ფინეთისა და ლატვიის პარლამენტების სპიკერებთან.
კოლეგები ევროინტეგრაციის პროცესში არსებული მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ. დღესვე სრულდება ევროპის საბჭოს კონფერენციაც, პანელური დისკუსიით – ევროპის მოქალაქეების საერთო მომავალი.
“რუსთავი2”