პოლიტიკური მოცემულობა არის შემდეგი: ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ ამ ადგილობრივი თვითთმარველობის არჩევნებში, მოვიპოვეთ ხმების 47%, „ნაცმოძრაობის“ ბელადი არის ციხეში. შესაბამისად, თუ ვინმეს ილუზიები აქვს, შეუძლია ეს ილუზიები თავისთვის შეინახოს, – ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხობში განუცხადა.
„ქართული ოცნება“ სარგებლობს მაღალი ლეგიტიმაციით და ამ ლეგიტიმაციით გააგრძელებს ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“იმედინიუსი”