“ციხის ადმინისტრაციამ რეანომობილი მოიყვანა და მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დახმარებას მყისიერად აღმოუჩენენ”.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.
მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაციამ რეანომობილი მოიყვანა და მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დახმარებას მყისიერად აღმოუჩენენ.
– “ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისევეა როგორც წინა დღეს. რაღაც-რაღაცები ცოტა უკეთესი იყო, რაღაც-რაღაცები უარესი. ტესტები გავუკეთეთ მთელი რიგი და ამან წაიღო დრო. ნინო ლომჯარია იყო, ვილაპარაკეთ რამდენიმე საათი მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ. ჰოსპიტალიზაციაზე არის თანახმა, მაგრამ პრობლემაა, სად, როგორ და როდის. ალბათ უკვე ხვალ შეიძლება ვიფიქროთ მის ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ სად, ეს ისევ კითხვაა. აქ არის მთელი რიგი პრობლემები, გადაყვანაზე, პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება, უსაფრთხოების ექსპერტები თვლიან, რომ უსაფრთხო გარემო არ იქნება. სამედიცინო ტესტების შედეგები ცნობილია, დამაკმაყოფილებელია. მედიკამენტებს, რასაც იღებდა, იმას იღებს.
კარგი ამბავი მოხდა აქ, ციხის ადმინისტრაციამ მოიყვანა რეანომობილი, რომელიც ქვემოთ დგას. თუ რაღაც მოხდა, მზად არიან პირველადი დახმარება გაუწიონ ადგილზევე. შიმშილობა გრძელდება, გადაიყვანენ საავადმყოფოში, თუ არა. შიმშილობა მისთვის უპირობოა” – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
რუსთავის #12 პენიტეცნიურ დაწესებულებაში ასევე საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმყოფებოდა, რომელმაც ტერიტორია მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.
წყარო: ptn.ge