კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ზვიად გამსახურდიას არჩევითა და, საზოგადოდ, ე.წ. “ეროვნული მოძრაობის” (მანდ სხვა პარტიებიც ბლომად იყო) გაფეტიშებით, საქართველომ ისტორიული შეცდომა დაუშვა და არასწორ, შესაძლოა, დამღუპველ გზას დაადგა, ზოოლოგიური რუსოფობიისა და მაზოხისტური თვითდასახიჩრების მოლიპულ გზას.
იმდენი არ ქნათ, თქვე იდიოტებო (“ქოცებსაც” მივმართავ და “ნაცებსაც” – ყოველგვარი დიპლომატიური მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რადგან საგარეოპოლიტიკურ საკითხებში თქვენ იკვეთებით, შიდა პოლიტიკაში კი “კოჰაბიტაციამ” გამოაჩინა თქვენი ნამდვილი სახე), რომ ახლა სამეგრელო დაგვაკარგინოთ და გაუყოლოთ აფხაზეთის გზას! ან, იქნებ, ფიქრობთ, რომ ამ “ნატო, ნატო!”, “თავისუფლება მიშას!”, “ძირს ბიძინა!” და “პუტინ ხუილოს!” ძახილში ვინმე ბათუმსა და ქობულეთს დაგვიტოვებს? იდიოტებსა და ბრიყვებს ისტორია უმოწყალოდ სჯის! იარეთ მერე დასასვენებლად თბილისის ზღვაზე თქვენს შვილებთან ერთად და უძალო ყვირილით იჯერეთ თქვენი ფაშისტური სული და გული! აბა, მაიამიში და ნიცაში ყველანი მაინც ვერ წახვალთ. მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, ჩვენ???
ფრთხილად, საქართველოვ! კიდევ ერთხელ არ მიქარო და აღასრულე კანონი!
გ.ლ.
მწერალი გოგი ლორთქიფანიძე; სოციალური ქსელი