ალეკ ბოლდუინმა ერთი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა – რა მოხდა ფილმის გადასაღებ მოედანზე

ნიუ-მექსიკოში, ფილმის გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით ერთი ქალი მოკლა, მამაკაცი კი დაჭრა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

NEW YORK, NY – MARCH 05: Alec Baldwin is seen on film set of ‘Still Alice’ on March 5, 2014 in New York City. (Photo by Alessio Botticelli/GC Images)

შემთხვევა ვესტერნის, სახელწოდებით Rust გადაღების დროს მოხდა.

42 წლის ოპერატორი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი, ფილმის რეჟისორი, ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს, ამ დროისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

წყარო: newposts.ge