თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ანკარამ აშშ-სგან ეფ-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენის პროცედურა დაიწყო.
როგორც თურქეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, თურქეთის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, ნატო-ს გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ თურქეთის მოქალაქეები. ამისთვის საჭიროა ძლიერი არმია. ეს კი ნიშნავს ძლიერ პერსონალს და აღჭურვილობას. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
როგორც ცნობილია, აშშ-სა და თურქეთს შორის უთანხმოება ანკარას მიერ რუსეთის ანტისარაკეტო სისტემების შესყიდვას უკავშირდება. ამის გამო, აშშ-მა თურქეთი ეფ-35-ის ტიპის ავიგამანაგურებლების პროგრამიდან გარიცხა. რამდენიმე დღის წინ კი, გავრცელდა ცნობა, რომ თურქეთს ვაშინგტონისგან ეფ-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენა სურს. საკითხზე აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტები სავარაუდოდ, რომში 30 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.