COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ ინფიცირების 4 467 შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კი, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 688 804-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 790 ადამიანი. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულია 626 478 პირი.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო 24 საათში COVID-19-ს 42 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 699-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 52 487, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 051, PCR ტესტით – 21 436

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,51%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო 7 დღის – 9,09%

სულ ჩატარდა – 1 943 743 აცრა, დღიურად აცრილია – 5 469.