ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც „დელტა პლუსის“ სახელით არის ცნობილი, „დელტა“ შტამზე უფრო გადამდებია. ამის შესახებ BBC იუწყება.
ამასთანავე ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ვარიანტი უფრო მძიმე ფორმის დაავადებას არ იწვევს. ვირუსისგან ძირითად დამცავ საშუალებად კვლავ ვაქცინაცია რჩება.
ჯერჯერობით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა სწორედ „დელტას’ ვარიანტს უკავშირდება, მაგრამ„დელტა პლუსის“ ანუ AY.4.2-ის შემთხვევები დღითი დღე იზრდება. ბოლო ინფორმაციით. დელტა პლუსზე ყველა შემთხვევების 6% მოდის. დელტასგან განსხვავებით ის ჯერჯერობით „შეშფოთების გამომწვევი შტამის“ კატეგორიაში არ შედის, რაც უმაღლესი რისკის კატეგორიის შტამს ნიშნავს.
AY.4.2 არის „დელტა” შტამის განშტოება, რომელიც რამდენიმე მუტაციას აერთიანებს, ის ცილაზე მოქმედებს, რომლის მეშვეობით ვირუსი ჩვენს ორგანიზმში შეჭრას ახერხებს. დიდი ბრიტანეთის გარდა „დელტა პლუსის” რამდენიმე შემთხვევა აშშ-სა და დანიაში გამოავლინეს.
ახალი შტამების გაჩენის გამო ექსპერტები მოსახლეობას, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერული დოზის გაკეთებას სთავაზობენ.