მოვითხოვთ დაუყოვნებლივ თანამდებობიდან გადადგეს, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე.
აღნიშნული პირების არასწორი, აგრესიული და არაკვალიფიციური ქმედებების გამო, საქართველოს საავადმყოფოებში პერმანენტულად მრავლად ხდება პაციენტების გარდაცვალება, გარდაცვლილთა რიცხვი აღწევს 10 000 (ათი ათასს), რაც არის არა მხოლოდ კორონა ვირუსის ბრალი, არამედ ავადმყოფის და თამნდევი ავადმყოფობის არასწორი მკურნალობისა და მართვის შედეგი!
უამრავი ფაქტი არის, იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, ე.წ. ბოქსირებულ პალატებში, რეანიმაციებში და როგორ ხდება პაციენტების არასწორი ინტუბაცია, რაც საბოლოოდ მათი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხდება.
უახლოეს მომავალში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წარვუდგენთ ყველა ამ ფაქტებსს.
ასევე ეს პირები ყოველდღიურად გამოდიან ტელევიზიით და აანონსებენ ადამიანების სიკვდილს, ირიბად ლანძღავენ მოსახლეობას,თესავენ პანიკას, რაც ნორმალურ ქვეყანაში და სახელმწიფოში დაუშვებელია. სტანდარტი რომლითაც ესენი საქართველოს მოსახლეობას ესაუბრებიან არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განვითარების სტანდარტს.
შესაბამისად მოვითხოვთ ამ პირებმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები და მათ ადგილზე დაინიშნონ ნორმალური თანამედროვე განვითარების და უნარების მქონე პროფესიონალი ადამიანები.
პატივისცემით, მედეა ადამია
ააიპ “ნაირა რუხაიას სახელობის ორგანიზაცაი პაციენტის უფლებებისთვის” ორგანიზაციის თავმჯდომარე.