ამ გადაწყვეტილებით ოპოზიცია სრულ ვა – ბანკზე წავიდა, ერთი მხრივ, ნამდვილად ვაჟკაცური და გაბედული საქციელია – მე ვთვლი, რომ ეს თამამი და სწორი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ – ქალაქი“ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების მიერ ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას გამოეხმაურა.
ამასთან თინა ხიდაშელის თქმით, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „ქართული ოცნება“ მოიგებს, 2024 წელს „არჩევნები შეგვიძლია აღარ ჩავატაროთ“.
როგორც ხიდაშელი განმარტავს, ეს კოალიცია არ კეთება 1 კაცის გადაწყვეტილებით, „დღეს წმინდა წყლის ქართულ ელექტორალური მიზეზით არის ეს გამოწვეული, ვერ იგებს „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო“.
„მთავარი რაც თანაბრად შეიძლება მოგეწონოს და არ მოგეწონოს ამ გადაწყვეტილებაში არის ის, რომ პირდაპირი მნიშვნელობით სრულ ვა – ბანკზე წავიდა ოპოზიცია. ერთი მხრივ ნამდვილად გაბედული და ვაჟკაცური საქციელია უთხრა ამომრჩეველს რომ „აჰა დამინახე, ეს არის რაც არის ეს არის შანსი და ან გამოვიყენებთ მას ან არა“, ამიტომ მეორე, მესამე, მეშვიდე ლიდერებით კი არა, პარტიის თავმჯდომარეებით არის წარმოდგენილი ამ წუთას ყველა პარტია. ვისაც ეს ქმედება არ მოეწონება სწორედ იმავე მიზეზით არის გამოწვეული, რომ მარცხი თუ იქნა ასეთ შემთვევაში, რისკი ძალიან მაღალია, თუმცა იმის მიუხედავად ლიდერებთან ერთად იქნება ეს მარცხი თუ მის გარეშე, ძალიან დიდი სხვაობა მაინც არ იქნებოდა ოპოზიციისთვის ასეთ შემთხვევაში, ამიტომ მე მაინც ვთვლი, რომ ეს იყო თამამი და სწორი გადაწყვეტილებაა.
თუ ახლა „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ასე თუ ისე მნიშვნელობა არ აქვს, 2024 წელს, შეგვიძლია არჩევნები არ ჩავატაროთ, ამიტომ ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. მეტნაკლებად ჩვეულებრივ ვითარებაში 2030 წლამდე იქნება ბატონი ბიძინა.
ნეიტრალურ ამომრჩეველს ვერავინ მიიმხრობს ნეიტრალური ამომრჩეველი, როგორც ყოველთვის დარჩება სახლში არ აიღებს პასუხისმგებლობას. აქ საუბარია ჩემნაირ ადამიანებზე, ძალიან მიჭირს 5 ნომრის შემოხაზვა ჩემთვის ეს არის ისეთ ღირებულებითი და პრინციპული საკითხი, რომ ვერასოდეს ჩემს სიცოცხლეში ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე 5 ნომერს შემოვხაზავდი, მაგრამ მამუკა ხაზარაძის და ელენე ხოშტარიას იქ ყოფნა ამ გადაწყვეტილებას მიმაღებინებს. ასეთი ამომრჩევლისთვის სერიოზული მოტივაცია შექმნა ამ კოალიციამ.
ეს კოალიცია არ კეთება 1 კაცის გადაწყვეტილებით, დღეს წმინდა წყლის ქართულ ელექტორალური მიზეზით არის ეს გამოწვეული, ვერ იგებს ეს „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო, ფაქტია გადის მეორე ტურებში უკვე 10 წელია და მარცხდება ყველა მე-2 ტურში მუდმივად. ეს ძალიან კარგად დაინახა მიშამაც, გრიგოლმაც თავის დროზე, დღეს ნიკამაც და ყველა იმ ლიდერმა, ვინც ამ წლების განმავლოაში მეორე ტურში გავიდა, ამიტომ ეს არის ქართლი ელექტორალური მიზეზებით გამოწვეული პრაგმატული ნაბიჯი. კოალიცია არა მარტო იმუშავებს, არამედ წარმატებულიც იქნება, იმიტომ რომ ამოცანაც იქნება, განსხვავება აჩვენონ მაგალითად სენაკსა და იმ რაიონს შორის, სადაც უკვე „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ქუთაისსა და სამტრედიას შორის, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქს შორის, ამიტომ ეს სხვაობა თუ აჩვენეს, ეს პლუსი თუ დაიწერა ოპოზიციამ ჯამურად, რაც შემდეგ პარტიების ლიდერების მოხერხებაზე იქნება, ეს პლუსი რამდენად ჯამური იქნება თუ ინდივიდუალური „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამ ადგილობრივ არჩევნებზე პარტიებმა უნდა დაამტკიცონ, რომ უნარი შესწევთ მართვის, შესწევთ უნარი კონსესუსით სიარულის, ერთმანეთთან საუბრის იმისთვის, რომ გადაწყვეტილებამდე მივიდეს საქმე და უნდა შეძლონ საკუთარი წილი წარმატების ჩვენება და ინდივიდუალიზაცია საერთო წარმატებაში“, – განაცხადა ხიდაშელმა.
ამასთან, წამყვანის კითხვაზე, მიხეილ სააკაშილი პოლიტპატიმარია თუ პატიმარი ხიდაშელმა უპასუხა, რომ ადამიანი შეიძლება ერთდროულად პოლიტპატიმარიც და დამნაშავეც.
„ადამიანი შეიძლება იყოს ორივე პოლიტპატიმარიც და დამნაშავეც. მე ვფიქრობ რომ კარგი გამოსავალი ხელისუფლებას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს, გამომდინარე იმ განცხადებებისგან, რომელიც პრემიერმა უკვე გააკეთა, მან უკვე დაიმძიმა ეს მდგომარეობა მაშინ, როდესაც ძალიან მარტივი იყო იმის შესაძლებლობა, რომ ის ჩვეულებრივ პატიმრად ყოფილიყო, როგორც ვხედავთ ამას ხელისუფლება ვერ ახერხებს და როგორც ჩანს კიდევ უფრო ვერ მოახერხებს“, – განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელი ასევე აცხადებს, რომ სააკაშვილს მურუსიძე-ჩინჩალაძის საქმეზე ბოდიში აქვს მოსახდელი.
„რატომ ვივლით ერთ წრეზე, ამ ქვეყანაში ყველა პრეზიდენტი გასცემს ადამიანის დასჯის ბრძანებას, ეს არის მოლოდინი? ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილიც გადაწყვეტს, რომ ხვალ ვიღაც უნდა დასაჯოს და გაუგზავნოს სიკვდილის ბრიგადები, სიკვდილამდე საცემად? მგონია, რომ ეკონომიკურ დანაშაულებზე ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ და გაცილებით უფრო ეფექტურია, როდესაც მათ დააკისრებ ვალდებულებას, რომ მთელი ცხოვრება სახელმწიფოს სასარგებლოდ იმუშაონ, მაგრამ ძალადობრივ დანაშაულზე არ შეიძლება ვისაუბროთ ასეთ ტონალობაში, რადგან ყოველდღიურად ჩვენს გარშემო ადამიანები ამ დანაშაულებს ჩადიან და მაშინ ეს ყველაზე ვრცელდება, იგივე მურისიძე-ჩინჩალაძის სასამართლოზე რომ აქვთ ისტერიკა მოწყობილი ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს, ერთხელ ბოდიში მოიხადეს მურისიძისთვის, ანუ რაღაც მორალური უფლება ხომ უნდა მოიპოვო იმისთვის რომ ამ ტონალობაში ილაპარაკო მურუსიძეზე. როგორ ჩაბეტონდა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი საქართველოში მოგვიყვეს სააკაშვილმა, მოიხადოს ბოდიში და შემდეგ იქნებ ყველამ ვაპატიოთ და ერთად წავიდეთ იმ ციხის დაწესებულებასთან და მოვითხოვოთ მისი გათავისუფლება“, – განაცხადა ხიდაშელმა.
“მარშალპრესი”