გაეროს სასურსათო პროგრამის ინფორმაციით, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული, მიმდინარე ზამთარში მილიონობით ავღანელი იშიმშილებს. საუბარია ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე, ანუ 22,8 მლნ. ადამიანზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
იმ ადამიანებს შორის, ვინც შიმშილობს, 3,2 მლნ 5 წლამდე ასაკის ბავშვია. ავღანეთში ახლა არსებული სიტუაცია არის ყველაზე რთული ჰუმანიტარული კრიზისი მსოფლიოში. საქმე კატასტროფისკენ მიდის “ – განაცხადა გაეროს აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბიზლიმ.
ავღანეთში არსებული მდგომარეობა „თალიბანის” მიერ 2021 წლის აგვისტოში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ გართულდა. ქვეყანა საგარეო დახმარებაზე მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული. ხელისუფლებაში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარება შეწყდა. როდის აღდგება ფინანსური მხარდაჭერა, უცნობია, ვინაიდან თალიბების მთავრობას ჯერჯერობით პრაქტიკულად არცერთი ქვეყანა არ აღიარებს.
ამჟამად ავღანეთის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს საკმარისი საკვები გააჩნია. გაზეთ „ჰასტ-ე-სობხის“ ინფორმაციით, ქაბულის ერთ-ერთ რაიონში რამდენიმე, დღეში შიმშილით 3-დან 11 წლამდე ასაკის 8 ბავშვი გარდაიცვალა. ყველა მათგანი მშობლების მზრუნველობის გარეშე იყო დარჩენილი.