მიხეილ სააკაშვილმა დაიმსახურა პატივისცემა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ღირსეულად იბრძვის, როგორც უნდა იბრძოდეს პატიმარი.
ფაქტია, რომ კაცი მძიმე ბრძოლაში შევიდა და იმსახურებს სიმპათიას. იმათ სიმპატიასაც იმსახურებს, ვისაც არ აქვს არც სიმპატიის, არც ემპათიის და არც არანაირი ადამიანური სურვილი. ამიტომ მოყარეს ის ხალხი, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის და წამლიდან წამლამდე აზროვნებენ. სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ, კაცო – ის ან ქალების მოყვარული იყო, ან ცისფერია, ყველაფერი ერთად ვერ იქნება. ბრალდებები იყო და თქვენს ჟურნალისტს ურჩიეს, რომ მიშას არ გაყვეს ცოლად. ასეთი იდიოტები ჩამოყარეს [რუსთავის ციხესთან სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციაზე] – ქუთაისს ეჭრება თავი, საქართველოს ეჭრება თავი, ყველას გვეჭრება თავი, როდესაც მიკროფონი უჭირავს ვირაც გადაგვარებულს, რომელსაც ხმის უფლებაც არ უნდა ჰქონდეს
განაცხადა ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა მთავარის ეთერში.