რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გერმანიის სამხედრო ატაშეს მოსკოვში საპროტესტო ნოტა გადასცა გერმანიის ახლადგამომცხვარი თავდაცვის მინისტრის, ქალბატონი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის აგრესიული განცხადების გამო, რომელიც რუსეთის “ბირთვულ შეკავებას” შეეხო.
სურათზე: სერგეი შოიგუ
“დღეს, 25 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარ სამმართველოში მოწვეულ იქნა რუსეთის ფედერაციაში არსებული გერმანიის ფედერაციული რესპიბლიკის საელჩოს თავდაცვის საკითხების ატაშე. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა გერმანიის თავდაცვის უწყების მეთაურის, ანეგრეტ კრამ-კარენბაუერის სიტყვებზე, რომლებიც რუსეთის ბირთვულ შეკავებას შეეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, ატაშეს გადაეცა ნოტა” – აღნიშნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
გასულ კვირაში გერმანელმა ქალმა-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ “მოსკოვს უნდა ცხადად ვაგრძნობინოთ, რომ დასავლეთის ქვეყნები მზად არიან ასეთი [ბირთვული] საშუალებების გამოყენებისთვისაც”.
სურათზე: ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი
აღსანიშნავია, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი “მწვანეთა პარტიის” ლიდერიცაა. ასეთი აგრესიული განცხადება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებელი გერმანიის მინისტრის, თან ვითომ ეკოლოგიაზე მზრუნველი პარტიის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერდა, ბოლო ათწლეულებში უპრეცენდენტო შემთხვევაა.
“მწვანე” მინისტრის განცხადებას რუსმა კოლეგამ, სერგეი შოიგუმაც უპასუხა. მან აღნიშნა, რომ ბერლინში კარგად უნდა იცოდნენ, რით მთავრდება მოწოდებები, რუსეთის საზღვრებთან მოხდეს ძალების თავმოყრა. ევროპის უსაფრთხოება მხოლოდ ერთობლივად შეიძლება იქნას უზრუნველყოფილი, რუსეთის ინტერესების საზიანოდ ამის გაკეთება შეუძლებელია – აღნიშნა სერგეი შოიგუმ.
გარდა რუსი სამხედროების კრიტიკისა, ანეგრეტმა კრიტიკა საკუთარ ქვეყანაში, გერმანიაშიც დაიმსახურა – სხვა წამყვანი პარტიების, მათ შორის, არჩევნებზე პირველ ადგილზე გასული სოციალ-დემოკრატებისგან. მინისტრის განცხადება უპასუხისმგებლოა- განაცხადა “დი ცაიტ”-თან ინტერვიუში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარემ როლფ მიუტცენიხმა.